27.10.2008

პროექტის სახელი: „სასკოლო ფორმა“
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები მოიძიებენ, გამოიკვლევენ და შეადარებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმის წარმოშობისა და მრავაფეროვნების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ:

  • სასკოლო ფორმის წარმოშობის ისტორიას სკოლის დაფუძნებიდან დღემდე.(კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეპოქებსა და ქვეყნებში)
  • მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებული ფორმების შესახებ, შეისწავლიან და გამოიკვლევენ ახდენს თუ არა გავლენას ამა თუ იმ ქვეყნის რელიგია, გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, სკოლის ფორმაზე?
  • შეისწავლიან რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასკოლო ფორმა მათ ცხოვრებაში.
  • გაიხსენებენ ან ჩაიწერენ კურიოზულ ისტორიებს სკოლის ფორმასთან დაკავშირებით.
  • პროექტის მონაწილეები შეხვდებიან დიზაინერებს და გამიოკვლევენ რა ფაქტორებს ითვალისწინებენ ისინი ესკიზის შექმნისას.
  • მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალებს.
  • გამართავენ დისკუსიას და ჩაატარებენ გამოკითვებს დღეს არსებულ სასკოლო ფორმებზე.
  • შექმნიან ნახატებს, მოდეელების ესკიზებს, და მოაწყობენ ამ მოდელების ჩვენებას სკოლაში.

    მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11-12,13-17//V-VI, VII-IX, X- XI
    ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე (სასწავლო წლის განმავლობაში)
    პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, ინტერვიუები, დისკუსიები, კვლევების ჩატარება. სასკოლო ფორმის თარგებისა და ესკიზების შედგენა, ნახატებისა და ესეების კონკურსი.
    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: სასურველი სლაიდ-შოუ, ესეები, საიტი, ბლოგი, ნახატები, სასკოლო ფორმის შეკერვა(ნიმუში), პოდიუმი
    სარგებელი სხვებისთვის: დაიხვეწება გემოვნება, ფერთა შეხამება,ინფორმაციული კვლევა, პრეზენტაციის ხარისხი, გამოუმუშავდებათპრაქტიკული უნარ-ჩვევები.
    სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
    საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  • ლიტერატურა (განუვითარდებათ ძირითადი საკომუნიკაციო უნარები: მოსმენის, წერის, კითხვის.ესეების წერის)
  • ისტ-ის ტექნოლოგიები, სხვადასხვა პროგრამებთან მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება, PowerPoint,Internet, Word, Paint, Movie maker…
  • ხელოვნება(გემოვნება, ესთეტიკური აღქმა, ესკიზების შექმნა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება)
  • გეოგრაფია (ისწავლის, მოძებნის და რუკაზე აღნიშნავს განსხვავებული კლიმატისა და გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნებს და ქალაქებს, რომელი ქვეყნის სკოლის ფორმასაც გაეცნობა, )
  • რელიგია (გაეცნობიან სხვადასხვა რელიგას და რელიგიის გავლენას მოსწავლეთა ჩაცმულობაზე )

    მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
    პროექტის ფალსიფიტატორის სახელი: ლია ნაცვალაძე
    პროექტის ფალსიფიტატორის ელ.ფოსტა: Liana636@gmail.com
    პროექტის ფორუმი: www.//iearn.com/
    პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://skolaforma.blogspot.com/